ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი სარაევოს საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი სარაევოს საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი სარაევოს საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

დასი ფესტივალზე სპეკტაკლ ,,DUPLET”-ს წარადგენს. “DUPLET” ორმოქმედებიანი დრამაა და ორი მწერლის ვაცლავ ჰაველისა და ჰაროლდ პინტერის პიესებს აერთიანებს.

სპეკტაკლი მაყურებელს თავისუფლებისთვის ბრძოლის, ღირსების დაცვისა და დემოკრატიის მონაპოვარის გაფრთხილების შესახებ უამბობს.

სპეკტაკლი, რომელშიც ელზა სულაძე, დავით როინიშვილი და ზვიად სვანაძე მონაწილეობენ, 2012 წელს დაიდგა. მისი დამდგმელი რეჟისორი მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძეა.