„სარაევოს“ თავდამსხმელი - კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გვაქვს #1TVSPORT
„სარაევოს“ თავდამსხმელი - კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გვაქვს #1TVSPORT

„სარაევოს“ თავდამსხმელმა, კევინ ვივეროსმა კომენტარი გააკეთა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ მოახლოებულ შეხვედრაზე და იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი ამ ბარიერს გადალახავს.

„ბედნიერი ვარ, რომ „სარაევოში“ სადებიუტო შეხვედრა ჩავატარე. ამ კლუბის ფერების დაცვა მახარებს და თანაგუნდელებთან ერთად გუნდის“ წარმატებისთვის ვიბრძოლებთ. იმედი მაქვს, „ტორპედოსთან“ საპასუხო შეხვედრაში უფრო მეტი სათამაშო დრო მექნება და შევეცდები, გუნდს მეორე საკვალიფიკაციო ეპატზე გასვლაში დავეხმარო. „სარაევოს“ ამის რეალური შანსი აქვს“, – განაცხადა კევინ ვივეროსმა.

23 წლის კოლუმბიელი ფორვარდის ოფიციალური დებიუტი „ტორპედოს“ წინააღმდეგ კონფერენს ლიგის მატჩში შედგა – ის მოედანზე 82-ე წუთზე ალმედინ ზილკიჩის ნაცვლად შევიდა.

„სარაევოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ საპასუხო შეხვედრა სარაევოში ხუთშაბათს, 20 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.