„ტორპედომ“ „სარაევო“ უმწვრთნელოდ დატოვა - ვარესანოვიჩმა კონტრაქტი გაწყვიტა #1TVSPORT
„ტორპედომ“ „სარაევო“ უმწვრთნელოდ დატოვა - ვარესანოვიჩმა კონტრაქტი გაწყვიტა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგიდან „სარაევო“ გამოაგდო და მისი მთავარი მწვრთნელი მირზა ვარესანოვიჩი უმუშევარი დატოვა, ხოლო გუნდი – თავკაცის გარეშე, – ინფორმაციას ბოსნიური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„მირზა ვარესანოვიჩმა და „სარაევომ“, ორმხრივი გადაწყვეტილებით, გააუქმეს კონტრაქტი მას შემდეგ, რაც კლუბი კონფერენს ლიგას შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში გამოეთიშა. ვარესანოვიჩმა გუნდი გასული წლის დეკემბერში ძალიან რთულ ვითარებაში ჩაიბარა. ამის მიუხედვად, ცხრილში დიდი ჩამორჩენის დაძლევა და ევროსაგზურის მოპოვება მოახერხა, რითიც მიზანს მიაღწია.

მონდომებით, ფეხბურთელებისა და ყველა თანამშრომლისადმი პატივისცემით, ის ამართლებდა კლუბის ხელმძღვანელობის ნდობას. მან კლუბის მიმართ დამოკიდებულება კონტრაქტის გაწყვეტის დროს გამოავლინა, როცა უარი თქვა ფინანსურ პრეტენზიებზე.​ ვარესანოვიჩთან ერთად გუნდი დატოვეს სამწვრთნელო შტაბის დანარჩენმა წევრებმაც. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მირზა ვარესანოვიჩს და მის თანაშემწეებს წინა პერიოდში შეტანილი წვლილისთვის და ვუსურვოთ წარმატებები კარიერის გაგრძელებაში“, – იუწყება „სარაევოს“ პრესსამსახური.

აქვე ვიტყვით, რომ გუნდის გულშემატკივართა კლუბში („ორდი ზლა“) პრეზიდენტ ისმირ მირვიჩისა და დირექტორის, აილა ალიმანოვიჩის წასვლაც მოთხოვეს. ისინი წელს პროტესტის ნიშნად „სარაევოს“ საშინაო მატჩებს ბოიკოტს უცხადებენ.