„სარაევოს“ მწვრთნელი - „ტორპედოს“ დამარცხება პრობლემა არ უნდა იყოს #1TVSPORT
„სარაევოს“ მწვრთნელი - „ტორპედოს“ დამარცხება პრობლემა არ უნდა იყოს #1TVSPORT

„სარაევოს“ მწვრთნელმა, მირზა ვარესანოვიჩმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მეტოქის დამარცხება პრობლემას არ წარმოადგენს.

„კარგ და გამოცდილ მეტოქეს ვხდებით, რომლიც კარგად ორგანიზებულია და ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. ამის მიუხედავად, ცოტა იღბლი რომ გვქონოდა, შეგვეძლო ქუთაისში თამაშის ბედის პირველ 35 წუთში გადაგვეწყვიტა. „ტორპედოს“ მწვრთნელის, სტივ კინის შეფასება, რომ მისმა გუნდმა ქუთაისურ მატჩში თამაშის შემოტრიალება ტაქტიკის შეცვლის შემდეგ შეძლო, არასწორია. თუ რამე შეცვალა, ორი გოლი ჩვენ გავიტანეთ. მან ასეთი „ზიანი“ მოგვაყენა.

სათამაშო რგოლები ერთანეთთან ახლოს უნდა იყოს. როდესაც თავდამსხმელი აპრესინგებს, უკანა ხაზი ცენტრში უნდა იყოს. ამ კვირაში ვმუშაობდით და გარკვეული ცვლილებები იქნება. ჩვენი მიზანია, მეტოქეს მაღალი პრესინგით პრობლემები შევუქმნათ.

ჩვენ გვაქვს 90 წუთი, რათა ვაჩვენოთ ის, რაც ვიცით და დარწმუნებული ვარ, რომ გვაქვს საჭირო ცოდნა და კლასი. უკვე ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია დაგვიგროვდა. მომზადების დროს ძლიერი მეტოქეები დავამარცხეთ. ვფიქრობ, „ტორპედოს“ დამარცხებაც პრობლემა არ უნდა იყოს და გულშემატკივრებს გავახარებთ.

„ტორპედოსთან“ სოლდო დაგვაკლდება, რადგან სიცხის გამო არ ვარჯიშობდა. ტრავმირებულია და ვერ ითამაშებს მულალიჩი, მაგრამ შერბეჩიჩი და ავრამოვსკი გუნდში ბრუნდებიან“, – განაცხადა მირზა ვარეშანოვიჩმა.

„სარაევოსა“ და „ტორპედოს“ მატჩი დღეს, 20 ივლისს გაიმართება. კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის პირდაპირი ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი 22:55 საათიდან შემოგთავაზებთ.