ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რვა პაციენტის პასუხს ელოდებიან
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რვა პაციენტის პასუხს ელოდებიან

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიიდან კორონავირუსზე რვა პაციენტის პასუხს ელოდებიან. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით პაციენტების ნაწილი კლინიკაში კარანტინის ზონებიდან შეიყვანეს, ნაწილს კი საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.

პაციენტებს შესაბამისი ანალიზები უკვე აუღეს.