ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 83 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა

13:38, 05.12.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 83 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

ამასთან, კლინიკაში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი, 84 წლის მამაკაცი ქუთაისის საპატიო მოქალაქე ზურაბ ჯავახაძეა.

ქუთაისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, გარდაცვლილ პაციენტს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

მსგავსი