ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი დაემატა, ხოლო სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, ახალი პაციენტები ქუთაისიდან არიან.

„დაგვემატა ოთხი პაციენტი. გამოჯანმრთელდა სამი. ახალი პაციენტები ქუთაისიდან არიან, მათი ინფიცირების წყარო უცნობია. ეპიდემიოლოგები კონტაქტების დასადგენად აქტიურად მუშაობენ. ამ დროისთვის, პაციენტებს საჭირო კვლევები უტარდებათ. წინასწარი შეფასებით, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 54 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება. კლინიკა ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სულ 119-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი.