ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი ახალი პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი ახალი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი ახალი პაციენტი შეიყვანეს.

ამასტან, კლინიკა დღეს სამმა გამოჯანმრთელებული პაციენტმა დატოვა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, კორონავირუსზე 16 პაციენტის კვლევის პასუხებს ელოდებიან.

„24 საათის განმავლობაში მივიღეთ სამი და გავწერეთ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი. კლინიკაში გვყავს 65 პაციენტი, ორი კრიტიკული და შვიდი სტაბილურად მძიმე.

ამ დროისთვის, თავისუფალი საწოლი არ გვაქვს. ველოდებით 16 პაციენტის კვლევის პასუხებს”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 253 პაციენტი, ექვსი კი, გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი