კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 102 წლის პაციენტი კლინიკიდან გაეწერა
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 102 წლის პაციენტი კლინიკიდან გაეწერა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 102 წლის პაციენტი კლინიკიდან გაეწერა.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალმა ხანდაზმული პაციენტი აპლოდისმენტებით გააცილა. ის ხანდაზმულთა სახლში გადაიყვანეს.

102 წლის კოვიდინფიცირებული ქალი კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს.

„102 წლის გალინა ბებომ ვირუსი დაამარცხა. ის კლინიკიდან გავწერეთ. ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 74 კოვიდინფიცირებული პაციენტი. ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 13 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ასევე, გვყავს ჩვილი პაციენტებიც”, – განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, ნოდარ მაღლაფერიძემ.