ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა

იმერეთში კორონავირუსის 117 შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი ინფიცირებულებიდან სამი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს. კლინიკაში ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში 64 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.