იმერეთში კორონავირუსის 117 შემთხვევა გამოვლინდა.
ახალი ინფიცირებულებიდან სამი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს. კლინიკაში ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში 64 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.