ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 58 პაციენტიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 58 პაციენტიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი დაემატა, ხოლო ექვსი გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 58 პაციენტი მკურნალობს.

„კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობას გადის 58 პაციენტი, მათგან ორი კრიტიკულად მძიმეა. 24 საათის განმავლობაში გავწერეთ ექვსი, მივიღეთ სამი პაციენტი“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო ჯამში 154-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.