ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. პაციენტი აჭარის მკვიდრია.
ამ დროისთვის კლინიკაში „კოვიდ-19“ დიაგნოზით, 15 პაციენტი მკურნალობს. ინფიცირებულებს შორის სამი ბავშვია.
მედიკოსების შეფასებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ხუთ პაციენტს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული საკონტროლო პირველადი ტესტი დღეს გაუკეთდა და ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ხვალ ელოდებიან.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1510 დადასტურებული შემთხვევაა.