ქურთმა მებრძოლებმა თურქეთ-სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქი რას ალ აინი დატოვეს
ქურთმა მებრძოლებმა თურქეთ-სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქი რას ალ აინი დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სირიის დემოკრატიული ძალების“ მეთაურები ადასტურებენ. თუმცა, როგორც თურქეთის მხარეს მებრძოლმა სირიელმა ოპოზიციონერებმა განაცხადეს, აშშ-ის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება ჯერ ბოლომდე შესრულებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ქურთების სამხედრო შენაერთები 30-კილომეტრიან „უსაფრთხო ზონას“ არ დატოვებენ, 22 ოქტომბერს სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ განახლდება.
ამასთან ერთად, ერდოღანი თურქეთ-სირიის საზღვარზე დამატებით 12 სამეთვალყურეო საგუშაგოს მოწყობას აპირებს. ორი მათგანის მშენებლობა უკვე დაწყებულია.