„ალ-ჯაზირა“ - სამთავრობო არმიასა და თურქ სამხედროებს შორის შეტაკება მიმდინარეობს
„ალ-ჯაზირა“ - სამთავრობო არმიასა და თურქ სამხედროებს შორის შეტაკება მიმდინარეობს

სირიის ქალაქ რას ელ-აინთან სამთავრობო არმიას და თურქ სამხედროებს შორის შეტაკება მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის კორესპონდენტი თურქეთის ქალაქ შანლიურფადან იუწყება, რომ რას ელ-აინთან და ტალ-ტამრთან მიმდინარე დაპირისპირების გამო, საცხოვრებელი ათასობით ადამიანმა დატოვა.

ქურთი მებრძოლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიების დაკავებას თურქეთისგან მხარდაჭერილი, სირიის ოპოზიციური ძალების მიერ ფორმირებული, „სირიის ეროვნული არმია“ ცდილობს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ სირიის ჩრდილოეთში, თურქეთის საზღვრის ერთი ნაწილის გასწვრივ პატრულირება დაიწყო აშშ-ის სამხედრო კოლონამ, რაც სირიიდან ვაშინგტონის მიერ ჯარების გაყვანის შემდეგ პირველად ხდება. ამერიკული პატრული ქალაქ ქაჰტანიაში გამოჩნდა.