თურქეთმა ერაყში ქურთი მებრძოლების 150-ზე მეტი სამიზნე ობიექტი დაბომბა
თურქეთმა ერაყში ქურთი მებრძოლების 150-ზე მეტი სამიზნე ობიექტი დაბომბა

თურქეთის არმიამ ერაყში ქურთი მებრძოლების 150-ზე მეტი სამიზნე ობიექტი „ჰაუბიცებით“ და ზალპური ცეცხლის სისტემებით დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

თურქი სამხედროები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ პოზიციებს ერაყის ჩრდილოეთით, ჰაფტანინის რეგიონში ბომბავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია „ვეფხვის კლანჭის“ ფარგლებში, თურქეთის არმიის სპეცდანიშნულების რაზმებმა ქურთების წინააღმდეგ სახმელეთო და საჰაერო ოპერაცია დაიწყეს. სამხედრო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენები და უპილოტო საფრენი აპარატები.

თურქეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ოპერაციის მიზანი „ქურთების მუშათა პარტიის“ მებრძოლების განეიტრალებაა, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

დატოვე კომენტარი