რუსეთმა და თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მესამე ერთობლივი პატრულირება დაიწყეს
რუსეთმა და თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მესამე ერთობლივი პატრულირება დაიწყეს

რუსეთმა და თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მესამე ერთობლივი პატრულირება დაიწყეს. ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, ერთობლივი პატრულირება პირველად ჩატარდება განსხვავებული მარშრუტით. ის სირიასა და თურქეთს შორის არსებულ სასაზღვრო პუნქტ დეირ-ნაგადან დაიწყო და ორი ქვეყნის საზღვარზე, აღმოსავლეთის მიმართულებით გაგრძელდა. საერთო პატრულირების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს გაივლიან.

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, თურქეთის საზღვართან ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოფიციალურმა ანკარამ რეგიონში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო.

ოპერაციის მიზანი სასაზღვრო ტერიტორიიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და რეგიონში ე.წ. უსაფრთხო ზონის ჩამოყალიბება იყო.

17 ოქტომბერს ვაშინგტონთან მოლაპარაკების საფუძველზე ანკარამ ოპერაცია ხუთი დღით შეაჩერა. ამ ხნის განმავლობაში ქურთ მებრძოლებს ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ.

რამდენიმე კვირის წინ კი, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დროს პირველმა პირებმა ამ საკითხთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სირიის ჩრდილოეთ ნაწილში რუსებისა და თურქების ერთობლივ პატრულირებას ითვალისწინებს.