თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა
თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ოპერაციის სახელწოდებაა „ვეფხვის კლანჭი”. მასში ჩართულია თურქეთის სპეციალური დანიშნულების ძალები და საბრძოლო ვერტმფრენები. ოპერაცია ერაყის ჰაფტანინის რეგიონში ტარდება.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოპერაცია თურქეთის თავდაცვის ლეგიტიმური უფლების ფარგლებში ტარდება.

თურქეთის ხელისუფლება „ქურთისტანის მუშათა პარტიას” ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

დატოვე კომენტარი