სირიაში თურქმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს, რომლებმაც სამხედრო პატრულს ქვები დაუშინეს
სირიაში თურქმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს, რომლებმაც სამხედრო პატრულს ქვები დაუშინეს

სირიის ქალაქ კობანიში თურქმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს, რომლებმაც სამხედრო პატრულს ქვები დაუშინეს. უფლებადამცველების ინფორმაციით, დაიღუპა ორი და დაიჭრა შვიდი ადამიანი.

როგორც თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, საპროტესტო აქციის მონაწილეები თურქი სამხედროების პატრულის ბლოკირებას შეეცადნენ.

თურქეთ-სირიის საზღვარზე არსებული ვითარება იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც დღეს ვაშინგტონში ვიზიტით ჩასული თურქეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპთან განიხილავს.

ვაშინგტონში გამგზავრებამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ ვერც რუსეთმა და ვერ აშშ-მა თურქეთ-სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ტერიტორიებიდან ქურთი მებრძოლების შენაერთების გაყვანა ვერ უზრუნველყვეს. ერდოღანმა მოითხოვა, რომ მიმდინარე მოვლენებში ნატო (NATO) ჩაერიოს.