ქერჩის სრუტესთან ორ ტანკერზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა
ქერჩის სრუტესთან ორ ტანკერზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია და მათ მაშველები ეძებენ.
ხანძარი ორ ხომალდზე, „მაესტროსა“ და „კანდიზე“ ქერჩის სრუტის მიმდებარედ გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, ერთი ხომალდიდან მეორეზე საწვავის გადატვირთვის დროს აალება მოხდა, რასაც აფეთქება მოჰყვა. მეზღვაურები გადარჩენის მიზნით ზღვაში გადახტნენ.
ორივე ხომალდზე სულ ეკიპაჟის 32 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან. მაშველებმა 12 მეზღვაურის გადარჩენა შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.