ქართველი საოპერო ვარსკვლავი გიორგი გაგნიძე „სიმონ ბოკანეგრას“ თბილისურ პრემიერაში თამარ ივერთან ერთად იმღერებს
ქართველი საოპერო ვარსკვლავი, გიორგი გაგნიძე, რომელიც ევროპელმა მაყურებელმა რამდენიმე დღის წინ მილანის „ლა სკალას“ სცენაზე სპექტაკლში „აიდა“ იხილა, საქართველოში ჩამოდის.
გიორგი გაგნიძე 10 ივნისს ვერდის ოპერის „სიმონ ბოკანეგრას“ თბილისურ პრემიერაში თამარ ივერთან ერთად იმღერებს.
თბილისის ოპერის თეატრში დაგეგმილ საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ცნობილი მომღერლები რამაზ ჩიკვილაძე და ოთარ ჯორჯიკია. ეს გენუის თეატრის კარლო ფელიჩეს დადგმა იქნება .
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ალფონსო სინიორინი, კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინი, დირიჟორი კი იტალიელი მაესტრო ფაბრიციო კასი.