იუნ იუჰ-ჯუნგმა „ოსკარი“ მიიღო.
ჯუნგი პირველი კორეელი მსახიობია, რომელსაც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო გადაეცა.
ჯილდო მას ფილმში „მინარი“ (Minari) ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის გადაეცა.
„ოსკარის“ რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონიას ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრი მასპინძლობს. პანდემიის გამო, „ოსკარის“ ცერემონიას ისტორიაში პირველად არ ესწრებიან მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე დასწრების საშუალება აქვთ ნომინანტებს. დაცულია დისტანცია, ყველა დამსწრეს კი წინსწრებით ჩაუტარდა კოვიდტესტირება.