ქალის მეორეხარისხოვანი როლის​თვის „ოსკარი“ იუნ იუჰ-ჯუნგმა მიიღო

06:21, 26.04.2021

იუნ იუჰ-ჯუნგმა „ოსკარი“ მიიღო.

ჯუნგი პირველი კორეელი მსახიობია, რომელსაც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო გადაეცა.

ჯილდო მას ფილმში „მინარი“ (Minari) ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის გადაეცა.

„ოსკარის“ რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონიას ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრი მასპინძლობს. პანდემიის გამო, „ოსკარის“ ცერემონიას ისტორიაში პირველად არ ესწრებიან მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე დასწრების საშუალება აქვთ ნომინანტებს. დაცულია დისტანცია, ყველა დამსწრეს კი წინსწრებით ჩაუტარდა კოვიდტესტირება.

მსგავსი