ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა სამართალდამცველებთან ახლოს თავი აიფეთქა
თვითმკვლელმა ტერორისტმა ავღანეთის დედაქალაქში სამართალდამცველების სიახლოვეს აიფეთქა თავი, როდესაც ისინი ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით უკანონოდ მოვაჭრეთა წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებდნენ. ქაბულში აფეთქებას, ოფიციალური ინფორმაციით, ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.
ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, საავადმყოფოებში 25 დაჭრილი და 11 უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. აფეთქება აშშ-ის საელჩოს, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლობების სიახლოვეს მოხდა.
პოლიციის თანამშრომლების ცნობით კი თავდამსხმელს პოლიციის უნიფორმა ეცვა და სწორედ ამიტომ შეძლო მათთან მიახლოება.