დონალდ ტრამპი - თალიბებთან მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ
დონალდ ტრამპი - თალიბებთან მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ

​აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ავღანეთში თალიბებთან მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებს.

„ისინი ადამიანებს ხოცავენ განურჩევლად, ბომბავენ მთელს ავღანეთს. ასე რომ, ჩვენ არ გვსურს თალიბანთან საუბარი“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, შესაძლოა, თალიბებთან მოლაპარაკების დრო ოდესმე დადგეს, მაგრამ მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ.

შაბათს აფეთქება მოხდა ავღანეთის დედაქალაქის დიპლომატიურ კვარტალში. ამ რაიონში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობები, ასევე სამთავრობო დაწესებულებებია განლაგებული. აფეთქების შედეგად, არაერთი შენობა დაზიანდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 103-ს მიაღწია. დაშავდა კიდევ 235.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რომელიც შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანით მივიდა.