ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა - არის მსხვერპლი
ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა - არის მსხვერპლი

ავღანეთის დედაქალაქში, დიპლომატიური კვარტალის სიახლოვეს აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 17 ადამიანი, დაშავებულია 100-ზე მეტი.

გავრცელებული ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმულ ავტომობილში აიფეთქა თავი.

აფეთქების ტალღამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები დააზიანა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.