ქაბულში, ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ოცამდე გაიზარდა
ქაბულში, ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ოცამდე გაიზარდა

ქაბულში, ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 20-ამდე გაიზარდა. დაშავებულია 30 ადამიანი, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქაბულში გუშინ საღამოს, სამართლადმცველთა პუნქტთან ახლოს აიფეთქა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

3 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ავღანეთის მთავრობამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ქსელი გამოაშკარავა, რომლებიც ქვეყნის დედაქალაქში ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ. სპეცოპერაციის დროს ავღანელმა სამართალდამცველებმა 13 მებრძოლი დააკავეს.