ქაბულში ტერაქტისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ქაბულში ტერაქტისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დიპლომატიური კვარტალის სიახლოვეს აფეთქებას დასავლური მედიის ცნობით 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.

ტერაქტი პოლიციის ოფისის სიახლოვეს განხორციელდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმულ ავტომობილში თავი აიფეთქა. აფეთქების ტალღამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები დააზიანა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქაბულში ეს უკვე მეორე ტერაქტია.