ქაბულში ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ქაბულში ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

15 აგვისტოს ქაბულში მომხდარი ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო სააგენტო „ამაქი“ იუწყება.

თავდასხმებიდან ერთი საგანმანათლებლო ცენტრთან მოხდა. ავღანეთის პოლიციის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ე.წ. შაჰიდის ქამარი გამოიყენა. აფეთქების შედეგად, სულ მცირე 48 ადამიანი დაიღუპა. მათი უმეტესობა ის სტუდენტები იყვნენ, რომლებიც გამოცდის ჩასაბარებლად მიდიოდნენ.

მეორე თავდასხმა კი სადაზვერვო სერვისის საწვრთნელ ცენტრზე მოხდა, რა დროსაც სულ მცირე ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.