ქაბულში ტერაქტს ადგილობრივი ტელეკომპანიის კორესპონდენტი და ოპერატორი ემსხვერპლნენ
ქაბულში ტერაქტს ადგილობრივი ტელეკომპანიის კორესპონდენტი და ოპერატორი ემსხვერპლნენ

ქაბულში ტერაქტს ადგილობრივი ტელეკომპანიის, Tolo News-ის კორესპონდენტი და ოპერატორი ემსხვერპლნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ავღანეთის დედაქალაქში ოთხშაბათს, საღამოს საათებში მოხდა. თავდასხმას საერთო ჯამში 20 ადამიანი ემსხვერპლა, 70 კი დაშავდა.

მედიის წარმომადგენლები ტერაქტის ტერიტორიაზე ცოტა ხნით ადრე სპორტულ დარბაზში მომხდარი თავდასხმის გასაშუქებლად იმყოფებოდნენ, რა დროსაც აფეთქება მოხდა.