ქაბულში ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ქაბულში ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ქაბულში ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, დაშავებულია 158 ადამიანი. ავღანეთის ჯანდაცვის მინისტრი შიშობს, რომ ეს რიცხვი შესაძლოა, საბოლოო არ იყოს, რადგან საავადმყოფოში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ათეული პაციენტი რჩება.

გავრცელებული ცნობით, აფეთქება დიპლომატიური კვარტლის სიახლოვეს, სასწრაფო დახმარების ავტომობილით მოძრავმა, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. მან პირველი საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლა, სამართალდამცველების მოტყუებით შეძლო, თითქოს პაციენტი საავადმყოფოში გადაჰყავდათ, მეორე საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან კი ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. მომხდარიდან მალევე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.