პრინცი ჰარი ამერიკელ მსახიობ მეგან მარკლზე იქორწინებს,- ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ჰარის მამის, პრინცი ჩარლზის რეზიდენციამ – კლარენს ჰაუზმა გაავრცელა.
განცხადების თანახმად, ქორწილი გაზაფხულზეა დაგეგმილი, რის შემდეგაც წყვილი ლონდონში, კენსინგტონის სასახლეში იცხოვრებს.
როგორც სამეფო ოჯახის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, პრინცი ჰარი მოხარულია საზოგადოებას ნიშნობის შესახებ აცნობოს. მან მეგან მარკლის მშობლებისგან კურთხევა უკვე აიღო.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პირველად ერთად სექტემბერში გამოჩნდნენ.