პრაღაში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის ამოყვანა შეძლეს, კიდევ ოთხი პირის ძიება საგანგებოდ გაწვრთნილი ძაღლების საშუალებით მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობას რეკონსტრუქცია უტარდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთ სართულზე ჭერი ჩამოინგრა და ადგილზე მომუშავე პირები მოიყოლა.