კახა კალაძე - სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხსა და ჩეხეთის მთავრობას პრაღაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების გამო, ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენ გვერდითაა
კახა კალაძე - სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხსა და ჩეხეთის მთავრობას პრაღაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების გამო, ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენ გვერდითაა

თბილისის მერი კახა კალაძე პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ჩეხ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხსა და ჩეხეთის მთავრობას პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების გამო! მთელი მსოფლიო შეძრა ამ საშინელმა ტრაგედიამ. ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენ გვერდითაა!“, – წერს კახა კალაძე „ტვიტერში“.

შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში გახსნა ცეცხლი. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი. იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.