პრაღაში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში სროლა იყო, არიან დაღუპულები

19:00, 21.12.2023

მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, უნივერსიტეტში სროლა იყო. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

არსებული ცნობებით, სროლა იან პალახის მოედანზე მდებარე კარლის უნივერსიტეტში მოხდა. მომხდარის დეტალები ჯერ უცნობია.

პოლიციამ მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დარჩნენ სახლებში.

მსგავსი