მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, უნივერსიტეტში სროლა იყო. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
არსებული ცნობებით, სროლა იან პალახის მოედანზე მდებარე კარლის უნივერსიტეტში მოხდა. მომხდარის დეტალები ჯერ უცნობია.
პოლიციამ მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დარჩნენ სახლებში.