შალვა პაპუაშვილი – ღრმად შეგვძრა პრაღაში მომხდარმა სროლამ, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას და ოჯახებს
პრაღაში მომხდარმა სროლამ ღრმად შეგვძრა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შალვა პაპუაშვილი სამძიმარს უცხადებს ჩეხეთის მოსახლეობას და დაღუპულთა ოჯახებს.
„პრაღაში მომხდარმა სროლამ ღრმად შეგვძრა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მარკეტა პეკაროვა-ადამოვას, მილოშ ვისტრჩილს, ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას და ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ რთულ პერიოდში ჩვენ ვდგავართ ჩეხეთის გვერდით“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
The recent heartbreaking #Prague shooting has deeply moved us. I extend my sincere condolences to @market_a, @Vystrcil_Milos, the people of the Czech Republic, and the families impacted. Wishing a speedy recovery to the injured. In solidarity, we stand with the Czech Republic…
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) December 22, 2023