სტუდენტი, რომელმაც კარლის უნივერსიტეტში 14 ადამიანი მოკლა, პოლიციის მიერ ნაპოვნ წერილში კიდევ ორი ადამიანის მკვლელობას აღიარებს
სტუდენტი, რომელმაც კარლის უნივერსიტეტში 14 ადამიანი მოკლა, პოლიციის მიერ ნაპოვნ წერილში კიდევ ორი ადამიანის მკვლელობას აღიარებს

24 წლის სტუდენტი, რომელმაც კარლის უნივერსიტეტში 14 ადამიანი მოკლა, ჩეხეთის პოლიციის მიერ ნაპოვნ წერილში კიდევ ორი ადამიანის მკვლელობას აღიარებს.

ინფორმაციას „გარდიანი“ ჩეხეთის პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, წერილი მსროლელის სახლში ჩხრეკისას იპოვეს. მასში სტუდენტი აღიარებს პრაღის აღმოსავლეთ გარეუბანში მდებარე კლანოვიცკის ტყეში მამაკაცისა და ბავშვის მკვლელობას.

შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი 21 დეკემბერს გახსნა. თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. ჩეხეთის პოლიციაში განაცხადეს, რომ სროლის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ უნივერსიტეტში თავდამსხმელის ცხედარი იპოვეს. ის კარლის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.