პრაღის სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორის ინფორმაციით, კარლის უნივერსიტეტში თავდასხმისას გადარჩენილების მდგომარეობა სტაბილურია
პრაღის სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორის ინფორმაციით, კარლის უნივერსიტეტში თავდასხმისას გადარჩენილების მდგომარეობა სტაბილურია

პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი შენობიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ჩეხურ მედიასთან საუბარში პრაღის სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორმა, პეტრ კოლუხმა განაცხადა.

მისივე თქმით, 20 ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა, კიდევ 5-მა კი სხვადასხვა სახის ტრავმები მაშინ მიიღო, როდესაც შენობიდან გაქცევას ცდილობდა.

როგორც პეტრ კოლუხი აცხადებს, ყველა გადარჩენილი პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

დღეს ჩეხეთში გლოვის დღეა. სახელმწიფო შენობებზე ეროვნული დროშები დაშვებულია. მოქალაქეები წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს 21 დეკემბერს პრაღის უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

მომხდარის შედეგად დაღუპულია 14 ადამიანი. მათ შორის ბოროტმოქმედიც. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.