პრაღაში მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან სამი ადამიანი ამოიყვანეს

15:47, 17.07.2018

პრაღაში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის ამოყვანა შეძლეს, კიდევ ოთხი პირის ძიება  საგანგებოდ გაწვრთნილი ძაღლების საშუალებით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობას რეკონსტრუქცია უტარდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთ სართულზე ჭერი ჩამოინგრა და ადგილზე მომუშავე პირები მოიყოლა.

მსგავსი