პოლონეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პროექტია
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის აზრით,  „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პროექტია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი თვლის, რომ ევროკავშირს გაზსადენი “ჩრდილოეთის ნაკადი ორი” არ სჭირდება, რადგან ის რუსეთს ევროპაზე გავლენის მოხდენის ძლიერ ბერკეტს აძლევს. პოლონეთის რადიოს ინფორმაციით, ეს განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა  სტრასბურგში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანი  ენერგეტიკული ტრანსფორმაციაა, რომელიც კონკურენტუნარიანობის გათვალისწინებას ითხოვს .

პოლონეთის პრემიერის თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი ორი“  არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პროექტია.