გერმანიის კანცლერობის კანდიდატის თქმით, თუ რუსეთი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს გერმანიასთან გაფორმებულ შეთანხმებას, ის დაუყოვნებლივ შეაჩერებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს
გერმანიის კანცლერობის კანდიდატის თქმით, თუ რუსეთი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს გერმანიასთან გაფორმებულ შეთანხმებას, ის დაუყოვნებლივ შეაჩერებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს

გერმანიის კანცლერობის კანდიდატ არმინ ლაშეტის თქმით, თუ რუსეთი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს გერმანიასთან გაფორმებულ შეთანხმებას, მაშინ ის „დაუყოვნებლივ შეაჩერებს“ გაზასადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს. ეს განცხადება ლაშეტმა გერმანიაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ გამართულ ბოლო სატელევიზიო დებატების დროს გააკეთა.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა შეასრულოს დადებული პირობა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაზსადენის ამოქმედება არ მოახდენს უარყოფით გავლენას უკრაინაზე.

შეგახსენებთ, რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 10 სექტემბერს განაცხადა, რომ დაასრულა გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის გაყვანის პროცესი. აღნიშნული გაზსადენით რუსეთი ბუნებრივ აირს ბალტიის ზღვის გავლითა და უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლის მიაწვდის ევროპას.