პირველ არხზე ახალი სეზონი იწყება. დღეიდან სამაუწყებლო ბადეს ექვსი ახალი და სამი განახლებული გადაცემა დაემატება.
ეთერში ბრუნდება შემეცნებით-ინტელექტუალური თამაში „წიგნების თარო“, კულინარიული გადაცემა „გურმანია“ და შემეცნებით-ისტორიული პროექტი „ხანმოკლე მეოცე საუკუნე“.
ახალი პროექტებია: თამაში „მარტივი ლოგიკა“, ასევე „ხართ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი“, მუსიკალური გადაცემა „აკუსტიკა“, კვირის შემაჯამებელი გადაცემა „ახალი კვირა“, საერთაშორისო მიმოხილვა „42-ე პარალელი“ და მუსიკალური მეგაშოუ „რანინა“.
ახალ, თანამედროვე, ინტეგრირებულ ნიუსრუმში გადადის პირველი არხის საინფორმაციო სამსახური.