ფოთის თეატრმა ახალი სეზონი მუსიკალური სპექტაკლით დაიწყო
ფოთის თეატრმა ახალი სეზონი მუსიკალური სპექტაკლით დაიწყო

ფოთის თეატრმა ახალი სეზონი მუსიკალური სპექტაკლით დაიწყო. „ერთხელ საქართველოში“ – ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავების მონაწილეობით შედგა.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რამაზ იოსელიანის მოწვევით სპექტაკლი რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა დადგა. სპექტაკლი ცნობილი ქართული ზღაპრის „რწყილი და ჭიანჭველას“ მოტივებზე შექმნილი თანამედროვე ვერსია, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენაა ახლებური აქცენტებითა და განსხვავებული ფორმატით.

„სპექტაკლი არის ჩვენს ცხოვრებაზე, სტუმართმოყვარეობაზე, თუმცა ეს არის იუმორით გადმოცემული. სპექტაკლი დადგა ნიკოლოზ საბაშვილმა, რომელიც ჩემი მოწაფეა. მეამაყება, რომ ფოთის არტისტები საქართველოში ყველაზე კარგი არტისტები არიან. მადლობას ვუხდი ჩემს ვარსკვლავ მეგობრებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ სპექტაკლში“,- განაცხადა სამხატვრო ხელმძღვანელმა რამაზ იოსელიანმა.