პირველი არხის ახალი სეზონი

ორშაბათიდან პირველი არხის ეთერში ახალი პროექტები იწყება.

საეთერო ბადე სხვადასხვა მიმართულების გადაცემებით შეივსება. მათ შორის არის საბავშვო მუსიკალური მეგა-შოუ რანინა, ასევე ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, რომლებიც ყველა ასაკისა და გემოვნების მაყურებელზეა გათვლილი. ახალი სეზონიდან ეთერში გავა ახალი კვირა, რომელიც კვირის ყველა აქტუალურ თემას შეაჯამებს, გადაცემის გუნდი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე საავტორო რეპორტაჟებსაც მოამზადებს.

მარიკა შალიკაშვილი გეტყვით, რას ნახავთ პირველზე 26 თებერვლიდან.    

 

დატოვე კომენტარი