რომელი სერიალების ახალი სეზონები გამოდის 2022-ში
რომელი სერიალების ახალი სეზონები გამოდის 2022-ში

შეიძლება ითქვას, რომ 2022 წელი დიდი პრემიერების სეზონია. წაიკითხეთ ჩვენი სტატია და გაიგეთ, რომელი სატელევიზიო შოუების ახალი სეზონები გამოდის წელს.

ეიფორია, II სეზონი (HBO, 9 იანვარი)

სერიალის მთავარი პერსონაჟი 17 წლის გოგონაა, რომელიც ცდილობს, იპოვოს ემოციური ბალანსი სიყვარულს, დანაკარგებსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულებას შორის. მსახიობ ზენდაიას პერსონაჟი დაუმეგობრდება გოგონას, რომელიც მის ცხოვრებას უკეთესს ხდის და დეპრესიულ ყოფას გაუფერადებს.

„ეიფორიას“ პირველი სეზონი 2019 წელს გამოვიდა, ხოლო მეორე სეზონის პრემიერა 9 იანვარს არის დაგეგმილი.

 

ბრიჯერტონი, II სეზონი (Netflix, 25 მარტი)

სერიალში მოვლენები ვითარდება მე-19 საუკუნის დასაწყისში, ლონდონში. „ბრიჯერტონის“ მთავარი პერსონაჟები არიან გარდაცვლილი ვიკონტ ბრიჯერტონის შვილები. სერიალში სწორედ მათი თვალით ვხედავთ მაღალი საზოგადოების წარმომადგენლების ღალატს, ვნებებს, აღზევებასა და დაცემას.

სატელევიზიო დრამის მეორე სეზონი ერთ-ერთი ბრიჯერტონის, ენტონის შესახებ იქნება. საინტერესოა, იპოვის თუ არა ის ნამდვილ სიყვარულს.

 

უმჯობესია, დაურეკოთ სოლს, VI სეზონი (AMC, TBD)

სერიალის მე-6 სეზონი ჯერ კოვიდ-19 პანდემიის გამო გადაიდო, ხოლო შემდეგ მთავარი პერსონაჟის, ბობ ოდენკრიკის ჯანმრთელობის პრობლემის მიზეზით. მას გულის შეტევა დაემართა. სერიალის ახალი სეზონი წელს გამოვა, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

 

დრაკონების სახლი (HBO, TBD)

დრაკონების სახლი არის „სამეფო კარის თამაშების“ პრიქველი და მოგვითხრობს ამბებს, რომელიც „სამეფო კარის თამაშებში“ მიმდინარე მოვლენებამდე 200 წლით ადრე მოხდა. კერძოდ, ეს არის ეპოქა, როცა ტარგარიანების სახლი შვიდ სამეფოში პირველი სამეფო სახლი გახდა.

„დრაკონების სახლს“ სერიალის გულშემატკივრები დიდი ინტერესით ელოდებიან და ისინი HBO-ს ახალ ნამუშევარს წელს იხილავენ.

 

ჰოგვორსტში დაბრუნება – ჰარი პოტერის 20 წლის იუბილე (Sky Max, NOW)

„ჰარი პოტერის“ პირველი ფილმის გამოსვლიდან 20 წლის აღსანიშნავად, სპეციალური გადაცემა მზადდება – ჰოგვორსტში დაბრუნება. გადაცემა ლეგენდარულ სამეულს – დენიელ რედკლიფს, რუპერტ გრინტსა და ემა უოტსონს აერთიანებს.

გადაცემის პრემიერა 1-ელ იანვარს შედგა.