პირველ არხზე დღეიდან ახალი სეზონი იწყება

პირველ არხზე ახალი სეზონი იწყება. დღეიდან სამაუწყებლო ბადეს ექვსი ახალი და სამი განახლებული გადაცემა დაემატება.

ეთერში ბრუნდება შემეცნებით-ინტელექტუალური თამაში „წიგნების თარო“, კულინარიული გადაცემა „გურმანია“ და შემეცნებით-ისტორიული პროექტი „ხანმოკლე მეოცე საუკუნე“.

ახალი პროექტებია: თამაში „მარტივი ლოგიკა“, ასევე „ხართ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი“, მუსიკალური გადაცემა „აკუსტიკა“, კვირის შემაჯამებელი გადაცემა „ახალი კვირა“, საერთაშორისო მიმოხილვა „42-ე პარალელი“ და მუსიკალური მეგაშოუ „რანინა“.

ახალ, თანამედროვე, ინტეგრირებულ ნიუსრუმში გადადის პირველი არხის საინფორმაციო სამსახური.