ახალი სეზონი პირველ არხზე - განახლებული ეთერი
ახალი სეზონი პირველ არხზე - განახლებული ეთერი

სატელევიზიო სეზონი პირველ არხზე ახალი და განსხვავებული გადაცემებით გაიხსნება. სეზონის პირველი დღე თემატური სახელწოდების გადაცემით “ახალი დღით” დაიწყება, რომელიც მაყურებელს 07:30 საათიდან ახალი დღის დაწყებას აცნობებს. თუმცა, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია. პირველი არხი ახალ სატელევიზიო სეზონს რამდენიმე ახალი გადაცემითა და უკვე კარგად ნაცნობი, თუმცა შეცვლილი ფორმატის პროექტებით შეხვდება.

პირველი არხის ეთერში დიდი ხნის შემდეგ ბრუნდება დილისა და შუადღის გადაცემა, რომელიც მაყურებელს საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, გასართობ-შემეცნებით რუბრიკებსაც შესთავაზებს.

სატელევიზიო ეთერში განსხვავებული ფორმატის გადაცემით წარდგება “მოამბის” წამყვანი თამთა სანიკიძე.  გადაცემის სახელწოდება “დღის თემა-მოამბე” პროექტის შინაარსსაც ემთხვევა. თამთა სანიკიძე საინტერესო სტუმრებთან ერთად დღის ყველაზე აქტუალურ მოვლენებს შეაჯამებს.

პირველი არხის სატელევიზიო ბადე ახალი სეზონიდან მრავალფეროვან პროგრამას შემოგთავაზებთ, რომელიც ყველა ტიპის მაყურებლის გემოვნებას დააკმაყოფილებს.

ახალი გადაცემები პირველი არხის ახალ სატელევიზიო სეზონში:


„ახალი დღე“

დილის საინფორმაციო-გასართობი პროგრამა „ახალი დღე“ ეთერშია ყოველ სამუშაო დღეს, 07:30-დან 10:00 საათამდე.

წამყვანები – ელენე კალანდაძე, გიორგი აბაშიძე, ნატა მაღალაშვილი, დავით გორგილაძე.

„ახალი დღის“  შემადგენელი რუბრიკებია:

  • კულტურა; წამყვანი – დავით ალადაშვილი
  • არქივი; ლიტერატურა; წამყვანი – გიორგი კეკელიძე
  • ეკოლოგია; წამყვანი – ნინო იმნაიშვილი
  • სპორტი; წამყვანები – გიორგი თვალაბეიშვილი, ლუკა ჭოჭუა

წამყვანები დღის მთავარ ამბებს, საზოგადოებრივ, კულტურისა და სპორტის ექსკლუზიურ სიახლეებს მოგვაწვდიან. „ახალი დღე“ საინტერესო სტუმრებთან შეხვედრით დაიწყება. ჟურნალისტები მოვლენათა ეპიცენტრიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთვებიან.

 

„ნაშუადღევს“

გასართობი გადაცემა ნაშუადღევს“ პირველი არხის პირდაპირ ეთერშია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 12:30 საათიდან 15:00 საათამდე.

წამყვანებიმარიამ გიორგობიანი, ელენე თავაძე, თინათინ ლაღიძე, ირინა ესვანჯია და ნინუცა ორჯონიკიძე.

თავგადასავლებისა და ექსტრემალური სიტუაციების მოყვარულებისთვის ყოველ პარასკევს ეთერშია რუბრიკა „ნუცას ტური“. წამყვანი – ნუცა გამცემლიძე.

ყოველ სამუშაო დღეს ეთერშია რუბრიკა „ჯობას სამზარეულო”. წამყვანი – ლევან ჯობავა

გადაცემა მიზნად ისახავს მაყურებლის გართობას, პოზიტიური განწყობის შექმნას, ამასთან, აუდიტორიისთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა სფეროებიდან. გადაცემის მიზანია ახალი სახეების, საინტერესო ადამიანების აღმოჩენა და წარმოჩენა. გაშუქდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ცხოვრების რიტმი და სიახლეები.

„მოამბე“


ყოველდღე 07:30, 08:00, 08:30, 09:00, 10:00, 12:00, 15:00, 18:00, 21:00 საათზე 
მნიშვნელოვანი ახალი ამბებით კვლავ პირველი არხის ეთერშია  საინფორმაციო პროგრამა “მოამბე”.

წამყვანები – თამთა სანიკიძე, ნიკა მუკბანიანი, რატი ხვისტანი

„დღის თემა – მოამბე“

გადაცემის წამყვანი თამთა სანიკიძე სტუმრებთან ერთად განიხილავს დღის თემას. გადაცემის მიზანია, მაყურებელმა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია დღის მთავარ თემასთან დაკავშირებით.

„დღის თემა – მოამბის“ მთავარი სათქმელია:

ცხოვრება დამოკიდებულია ამბებზე, რომელიც ქმნის რეალობას
ფიქრობ და განიცდი თითოეულ ამბავს და მოვლენას
იცოდე მეტი მოვლენის შესახებ, ნიშნავს გაიგო ის, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
რთულია ხალხის სახელით დასვა კითხვები და უფრო რთულია მიიღო პასუხები
ვფიქრობ, რომ ამბავი მარტივად და გასაგებად უნდა გადასცე
ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ და ვიყოთ მისი უკეთესი ნაწილი

გადაცემა ეთერში ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს, 21:00 საათიანი “მოამბის” დასრულების შემდეგ გავა.

„იონას საქართველო“

პირველი არხი წარმოგიდგენთ აკა მორჩილაძის საავტორო პროექტს იონას საქართველო“.

20 სერია ახალ სეზონზე – იოანე ბატონიშვილის კალმასობის“ მიხედვით მოთხრობილ ამბებს პროექტის წამყვანი და ავტორი აკა მორჩილაძე მისთვის დამახასიათებელი თხრობის სტილით გვიყვება.

რეჟისორი – გიორგი ებრალიძე, პროექტის ხელმძღვანელი – ქეთევან სადღობელაშვილი

 

პირველი არხის ეთერი ახალ სეზონზე კვლავ მრავალფეროვან სპორტულ ღონისძიებებს დაეთმობა

 საჭადრაკო ოლიმპიადა

23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე ბათუმში გაიმართება რიგით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, რომლის საინფორმაციო მხარდამჭერი პირველი არხია.

ბათუმს ეწვევა ყველა ვარსკვლავი მოჭადრაკე, გაიმართება გუნდური შეჯიბრი.

 

UEFA-ს ერთა ლიგა, საქართველოს ნაკრების მატჩები

უეფას მიერ ორგანიზებული საფეხბურთო ტურნირი წელს პირველად ტარდება. ტურნირში მონაწილეობს 55 ქვეყანა. პირველი არხი საქართველოს ნაკრების თამაშებს შემოგთავაზებთ.


– კალათბურთში
მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოს ნაკრების შესარჩევი თამაშები (2018-2019) 

– საკალათბურთო ეროვნული ჩემპიონატი

ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში

ჩემპიონატი 2019 წელს ბათუმში გაიმართება. ამ მნიშვნელოვან ტურნირს პირველი არხი აჩვენებს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში (2018-2019)

„ეროვნული ლიგის“ რეპორტაჟების გარდა, პირველი არხი შემოგთავაზებთ ტურის მიმოხილვებს და ვრცელ გადაცემას სტუმრებით და სხვადასხვა სიუჟეტებით.

2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საქართველოს ნაკრების შესარჩევი მატჩები

ევროპული თამაშები მინსკი 2019

რაგბის მსოფლიო თასი – იაპონია 2019

რაგბიში ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ტურნირი, რომელშიც მსოფლიოს 24 საუკეთესო ნაკრები მონაწილეობს.


„ახალი კვირა“

ახალი კვირა მთელი კვირის მნიშვნელოვან და საინტერესო მოვლენებს აჯამებს. სატელევიზიო პროექტი ახალი სეზონიდან კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი რეპორტაჟებით დაგიბრუნდებათ.

წამყვანი – იმედა დარსალია


„აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად”

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა აქტუალური თემა” ახალი სეზონიდან შეცვლილი ფორმატით ბრუნდება. კვირის მთავარი პოლიტიკური შოუ ეთერში ყოველ პარასკევს „მოამბის” დასრულების შემდეგ გავა.

„42°პარალელი”

გადაცემა, რომელიც მაყურებელმა საერთაშორისო მოვლენების ანალიზითა და რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური ტენდეციების კვლევით გაიცნო, ეთერში კიდევ უფრო საინტერესო მასალებით ბრუნდება.

„კვირის ინტერვიუ“

გადაცემის წამყვანი ირაკლი აბსანძე ახალი სეზონიდან კიდევ უფრო საინტერესო ეთერსა და აქტუალურ სტუმრებს შემოგვთავაზებს, რომელთაც საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა რელევანტურ კითხვას დაუსვამს.

„რეალური სივრცე”

ღია პლატფორმა საჯარო დისკუსიისთვის, საზოგადოებისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე – „რეალური სივრცე” ახალი სეზონიდან პირველი არხის ეთერში ბრუნდება.

წამყვანი – ნინო ზაუტაშვილი

„პირადი ექიმი-მარი მალაზონია“

ახალი სეზონიდან პირველი არხის ეთერში თქვენი სამედიცინო მეგზური, გადაცემა – „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ბრუნდება.

„წიგნების თარო”

ახალგაზრდული ლიტერატურული შოუ, რომელიც ახალი თაობის საყვარელ გადაცემად იქცა, ახალი სეზონიდან პირველი არხის ეთერში კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული თამაშებით ბრუნდება.

წამყვანი – ალექსანდრე ლორთქიფანიძე

„მარტივი ლოგიკა“

გასართობი შოუ, რომელიც ბევრი თქვენგანის თავის ტკივილის სასიამოვნო მიზეზად იქცა, ახალი სეზონიდან პირველი არხის ეთერში ბრუნდება.

წამყვანი: ირაკლი კაკაბაძე

„კაცები“

პირველი არხის ეთერში კაცები” ბრუნდებიან – ისინი ახალი სეზონიდან თქვენს სასიამოვნო განწყობაზე იზრუნებენ.

წამყვანები – ირაკლი კაკაბაძე, დავით ლაბაძე, ირაკლი ვახტანგიშვილი, გიორგი ჯანელიძე

აკუსტიკა“

მუსიკალური პროექტი, რომელსაც ცნობილი მუსიკოსები, კომპოზიტორები, ფოლკლორისტები და მომღერლები სტუმრობენ, ახალი სეზონიდან პირველი არხის ეთერში ბრუნდება.

წამყვანები – მაკო მჭედლიშვილი, მებო ნუცუბიძე

„ჰოპლა“

ქართველ მსახიობთა, რეჟისორთა, მწერალთა, სკულპტორთა, მუსიკოსთა და მხატვართა პორტრეტები – მათი შემოქმედებითი და პირადი ცხოვრების გახსენება.

წამყვანი – ზურა ყიფშიძე

 

„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი?“

ახალი სეზონიდან თქვენ კვალვ მოგიწევთ დამტკიცება – ხართ თუ არა მეექსვე კლასელზე ჭკვიანი?!

წამყვანი – დავით ველიჯანაშვილი

„ფერმა“

ახალი სეზონიდან გადაცემა კვლავ გაგაცნობთ წარმატებულ, ან დამწყები ფერმერის სამუშაო დღეს საკუთარ მეურნეობაში.

წამყვანი – დემეტრე ერგემლიძე

„ილუზიონი“

ჩვენი არხის საკულტო გადაცემის რეპლიკა “ილუზიონი” პირველი არხის ახალ სატელევიზიო სეზონში ბრუნდება.

წამყვანები – ბაჩო ოდიშარია და გური სულთანიშვილი

„გამომძიებელი რეპორტიორი

პირველი არხი აგრძელებს ჟურნალისტური გამოძიების პროექტს, რომლის მიზანია საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების დაფარული ფაქტებისა და მხარეების ძიება და გამოვლენა.

დოკუმენტური სერიალი

მზადდება ახალი დოკუმენტური სერიალი, რომელიც მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიის ნაკლებად ცნობილი ისტორიების შესახებ მოგვითხრობს.

სერიალები

პირველ არხს კინოს მოყვარულებისთვის განსაკუთრებული საჩუქარი აქვს – 2018-2019 წლების სეზონზე მაყურებელს შევთავაზებთ ჩვენ მიერ ექსკლუზიური უფლებით შეძენილი პოპულარული სერიალების მსოფლიო პრემიერებს.

ამერიკული სერიალი „კარგი ექიმი“ (The Good Doctor)

Sony Pictures Television-ის და ABC Studios-ს ნაწარმოები, რომელშიც ამრიკელი მსახიობი ფრედ ჰაიმორი ახალგაზრდა, ნიჭიერი ქირურგის შონ მერფის როლს ასრულებს. 2018 წელს ფრედ ჰაიმორი ნომინირებული იყო „ოქროს გლობუსზე“ ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი (სერიალებში).

ბრაზილიური სერიალი „დიდი ძარცვა“ (The Big Catch)

რიო დე ჟანეიროს ულამაზეს, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „კარიოკა პალასში“ დიდძალი ფულის მოპარვის ძარცვის ფაქტს იძიებენ.

გარდა ამისა, ყოველ პარასკევს კვლავ გაგრძელდება ამერიკული და ევროპული კინოჰიტების ჩვენება.

ელვინი და თახვები” – ანიმაციური სერიალი

​პირველი არხი ახალი სეზონიდან როკის ნამდვილი ვარსკვლავების მხიარულ თავგადასავალს ტელეეკრანებზე ყოველ შაბათ-კვირას გააცოცხლებს. 

საქართველოს რადიოგანახლებული ფორმატი და მზადება ახალი სეზონისთვის

პირველ არხზე რეფორმების ახალი ეტაპი  იწყება. პირველი არხის რადიოარხები მაუწყებლობას ახალი საეთერო  ბადით დაიწყებენ. სამეურვეო საბჭომ მენეჯმენტის მიერ წარდგენილი პროექტი დაამტკიცა და  რადიო ცალკე სტრუქტურულ ერთეულად გამოყო.

ახალი  პროექტის სამუშაო სახელია „საქართველოს  რადიო“. მისი ორივე არხი (FM 102.4 და FM 100.9) ამ სახელის ქვეშ ქართული რადიომაუწყებლობის ტრადიციებს გააგრძელებს, რომელიც 1925 წლის 23 მაისიდან იწყება.

რეფორმირებული რადიომაწყებლობისათვის პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა.  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2018-2019 წლის საეთერო სეზონისთვის გადაცემების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. საქართველოს რადიო შემეცნებით, საგანმანათლებლო, კულტურულ, შემეცნებით-გასართობ გადაცემებზე და ორიგინალურ იდეებზე პროექტებს, როგორც პირველი არხის თანამშრომლებისაგან, ასევე ნებისმიერი მსურველისგან ელის. განაცხადების შეტანა 3 სექტემბრიდან ერთი თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიოს ახალი არხის დამატებასაც გეგმავს, რომლის პრიორიტეტები კულტურა და ახალგაზრდობა იქნება. მაუწყებლობა ინტერნეტით განხორციელდება, რომლის პროგრამებში ფართოდ იქნება გამოყენებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ოქროს ფონდის უნიკალური ჩანაწერები.

რეფორმები და განახლება რადიომაუწყებლობის ზონის გაფართოებასაც გულისხმობს. ამ კუთხით არსებული პრობლემების მოგვარება უკვე მიმდინარეობს და სულ მალე მსმენელები საქართველოს რადიოს მრავალფეროვან გადაცემებს მთელ ქვეყანაში უპრობლემოდ მოისმენენ.

ახალი თოქ-შოუების, პოლიტიკური, შემეცნებითი და გასართობი გადაცემების, სპორტული ღონისძიებებისა და მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმების პარალელურად, პირველი არხი ახალი სეზონიდან სხვა საინტერესო პროექტებსაც შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი