აქტუალური თემა
21:30

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” პირველი არხის ეთერშია ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 21:30 საათზე.

გადაცემის კონცეფცია უკავშირდება დღის, ან მიმდინარე პერიოდის მნიშვნელოვან, აქტუალურ საკითხს. გადაცემის მიზანია მნიშვნელოვანი და აქტუალური თემის ირგვლივ დამატებითი ინფორმაციისა და არგუმენტების მიწოდება მაყურებლისთვის; პრობლემების იდენტიფიკაცია და მათი გადაჭრის გზების მოძიება.

გადაცემაში მონაწილე მთავარი სტუმრები და მოწვეული სპეციალისტები შერჩეულები არიან იმ ნიშნით, რომ მათ აქვთ მჭიდრო შეხება გადაცემის თემასთან დაკავშირებით და შეუძლიათ არგუმენტების გაცვლის, კამათის, ინფორმაციის დაზუსტების მეშვეობით მაყურებელს ფართო სპექტრით აუხსნან გადაცემის მთავარი თემა – მიღწევებით დაწყებული, მთავარი პრობლემებით დასრულებული.

გადაცემამ მაყურებელს უნდა შეუქმნას მკაფიო წარმოდგენა თემის მნიშვნელობაზე თითოეული მოქალაქისთვის, თემასთან დაკავშირებულ მთავარ პრობლემებზე.