რადიო პირველი არხის ახალი სეზონისთვის პროექტების შესარჩევად კონკურსი ცხადდება

საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიო პირველი არხის 2018-2019 წლების საეთერო სეზონისთვის ახალი პროექტების შესარჩევად აცხადებს კონკურსს შემდეგ მიმართულებებზე:

▪         შემეცნება – განათლება

▪         კულტურა

▪         გართობა-შემეცნება

▪         ორიგინალური  რადიო იდეა

კონკურსის მიზანია, შეირჩეს მაღალი ხარისხის რადიოპროდუქცია, რომელიც დააკმაყოფილებს მაუწყებლის აუდიტორიის ინტერესებს და შესაბამისობაში იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მისწრაფებებთან.

2018-2019  წლების სამაუწყებლო სეზონისთვის პროექტების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება მაუწყებლობის შესახებ კანონში გაწერილი შინაარსობრივი ვალდებულებები და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტები.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე ხსნის სივრცეს ორიგინალური იდეებისთვის, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება წარმოადგინოს საკუთარი პროექტი.  პროექტების თემატიკა და ფორმატი შეუზღუდავია.

პროექტების შესარჩევად განაცხადები მიიღება შემდეგ მიმართულებებზე:

მიმართულება: შენი რადიო-იდეა პირველზე

ჟანრი: თავისუფალი

პერიოდულობა: თავისუფალი

ქრონომეტრაჟი: თავისუფალი

ეთერში გასვლის ხანგრძლივობა:  7 თვე

თემატიკა: თავისუფალი

 

მიმართულება:  შემეცნება – გართობა /ჯანსაღი ცხოვრება

პერიოდულობა: სამუშაო დღეები

ქრონომეტრაჟი: ერთსაათიანი ზოლი (11:00-12:00)

ეთერში გასვლის ხანგრძლივობა:  7 თვე

თემატიკა: ჯანმრთელობა – ცხოვრების ჯანსაღი წესი

მიზანი: ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

მიზნობრივი აუდიტორია: ფართო აუდიტორია, რომელსაც სჭირდება ინფორმაცია, დასვენება და გართობა. ასაკი:  35+

 

მიმართულება:  შემეცნება – განათლება / სამომხმარებლო

პერიოდულობა: სამუშაო დღეები

ქრონომეტრაჟი: ერთსაათიანი ზოლი (13:00-14:00)

ეთერში გასვლის ხანგრძლივობა:  7 თვე

თემატიკა: სამომხმარებლო კონსულტაცია; სამართლებრივი კონსულტაცია; სოფლის მეურნეობა და მებაღეობა; კონსულტაცია განათლებისა და დასაქმების სფეროში.

მიზანი: აუდიტორიისთვის პრაქტიკული გამოყენებითი ინფორმაციის მიწოდება

მიზნობრივი აუდიტორია:  საზოგადოებრივად აქტიური, პირადი ხასიათის საკითხების მოგვარებით დაინტერესებული ადამიანები. ასაკი: 25+

 

მიმართულება: გართობა – შემეცნება – მუსიკალური

პერიოდულობა: სამუშაო დღეები

ქრონომეტრაჟი: ორსაათიანი ზოლი (15:00-17:00)

ეთერში გასვლის ხანგრძლივობა:  7 თვე

თემატიკა: გადაცემა სხვადასხვა მუსიკალურ მიმდინარეობაზე, მუსიკის სფეროს სიახლეებსა და აქტუალური თემებზე.

მიზანი: საქართველოსა და მსოფლიოში მუსიკის ყველა ჟანრში მიმდინარე მოვლენების მიწოდება პოპულარულ ენაზე, რომელიც გათვლილი იქნება აუდიტორიის ფართო სპექტრზე.

მიზნობრივი აუდიტორია: სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოყვარულები, რომლებსაც სჭირდებათ ინფორმაცია,  ორიენტირება მუსიკალური ცხოვრების სიახლეებში და სასიამოვნო მუსიკის მოსმენა. ასაკი: 35+

 

მიმართულება:  გართობა – შემეცნება – დილა

პერიოდულობა: კვირაში ორჯერ

ქრონომეტრაჟი: ორსაათიანი ზოლი (08:00 -10:00)

ეთერში გასვლის ხანგრძლივობა:  7 თვე

თემატიკა:  შაბათ-კვირის დილის მრავალპროფილიანი გადაცემა, რომელიც გაჯერებული იქნება  მსუბუქი თემებით, პოპულარული მუსიკით, მიმდინარე ამბებით, კულტურის სიახლეებით.

მიზანი: ინფორმირება, გართობა – დასვენება.

მიზნობრივი აუდიტორია:  ფართო აუდიტორია. გადაცემის ერთ-ერთი სეგმენტი ორიენტირებულია რეგიონულ აუდიტორიაზე (ფერმერები, აგროსამრეწველო სფეროს წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის ბიზნესში ჩართული ადამიანები და სააგარაკო მეურნეობის მფლობელები) ასაკი : 35 +

 

მიმართულება: კულტურა /თეატრი

პერიოდულობა: კვირაში ერთხელ

ქრონომეტრაჟი: ერთსაათიანი ზოლი (18:00-19:00)

ეთერში გასვლის ხანგრძლივობა:  7 თვე

თემატიკა:  თეატრალური კრიტიკა, სიახლეები და თეატრის ისტორია (რადიოს ოქროს ფონდის გამოყენებით)

მიზანი: თეატრის პოპულარიზაცია, ფართო აუდიტორიისთვის თეატრალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენების მიწოდება.

მიზნობრივი აუდიტორია:  ფართო აუდიტორია, თეატრის მოყვარულები ასაკი: 35+

 

მიმართულება:  გართობა-შემეცნება /მუსიკალური

პერიოდულობა: კვირაში ორჯერ

ქრონომეტრაჟი: საათნახევრიანი ზოლი (23:00 – 00:30)

ეთერში გასვლის ხანგრძლივობა: 7 თვე

თემატიკა: მსოფლიოს მუსიკის ისტორია, სხვადასხვა კუთხეში არსებული მუსიკალური მოვლენები, განსხვავებული კულტურული წარმომავლობის მუსიკა,  ჟანრები.

მიზანი: მსმენელის მუსიკალური გემოვნებისა და თვალსაწიერის გაზრდა, გართობა – დასვენება.

მიზნობრივი აუდიტორია:  მუსიკის მოყვარულების ფართო აუდიტორია. ასაკი : 35+

პროექტების წარმოდგენა ხორციელდება ელექტრონული სახით. შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება მულტიმედიურ და ინოვაციურ პროექტებს.

პროექტების შეფასება ხორციელდება სამ ეტაპად, აპლიკანტებს სპეციალურად შექმნილი კომისია შეაფასებთ. კომისია საუკეთესოდ დასახელებული პროექტების განხორციელების რეკომენდაციას აძლევს გენერალურ დირექტორს. გამარჯვებული პროექტები კი ახალი სეზონიდან  განხორციელდება.

 

ეტაპი 1

პირველ ეტაპზე კომისიის წევრები  აფასებენ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ხარისხს:

●       გადაცემის სინოფსისი/ანოტაცია (არაუმეტეს 500 სიტყვისა)

●       გადაცემის სტრუქტურა, სეგმენტები და რუბრიკები

●       ერთი გადაცემის სცენარი

●       სავარაუდო თემების სია

●       საწარმოო ციკლის აღწერა (დროში გაწერილი)

●       ტექნიკური რესურსი

●       ხარჯთაღრიცხვა

●       მუსიკალური ფორმატი (საჭიროების შემთხვევაში)

 

ეტაპი 2

მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან პროექტების საპრეზენტაციოდ.

გასაუბრებაში გადაცემის წამყვანების მონაწილეობა სავალდებულოა (დასაშვებია ონლაინ ჩართვა).

 

ეტაპი 3

შერჩევის მესამე ეტაპზე გადასული კანდიდატები წარმოადგენენ პროექტის პილოტს. საჭიროების შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი მონაწილეს დაეხმარება აუცილებელი რესურსით.

გადაცემის პილოტის შეფასების კრიტერიუმები მოიცავს რამდენიმე ძირითად კომპონენტს:

●       ფორმატთან შესაბამისობა

●       თანადროულობა

●       თემის მიწოდების ფორმა

●       კვალიფიკაცია

●       აქტუალურობა

●       ორიგინალურობა

●       მუსიკალური გაფორმება

●       ხმა

●       მეტყველება

●       დახვეწილი სააუწყებლო ენა

●       ქარიზმატულობა

განაცხადები მიიღება 3 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონული სახით. პროექტების წარმოდგენა შეეძლებათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირევბს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და აპლიკაცია, რომელიც უნდა შეავსონ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, პირველი არხის ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება.

დატოვე კომენტარი